გენდერი და განვითარების პროექტები
ოქსფამის გენდერის ექსპერიმენტაციის ფონდის (GEF) მხარდაჭერით, ”ბრიჯ - ინოვაცია და განვითარებამ” წამოიწყო ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა განვითარების პროექტებში გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ შეიმუშავა სექტორული გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტები, რომელიც ხელს შეუწყობს ამა თუ იმ პოლიტიკის შემუშავების პროცესში გენდერული თანასწორობის პრინციპების უკეთ ადვოკატირებასა და ინტერგირებას. ამასთანავე, ბრიჯმა შეიმუშავა ტრენინგ მოდულები, რომელიც განკუთვნილია გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.
ბრიჯი, ყველა თავის პროექტსა და წამოწყებაში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გენდერული თანასწორობის პრინციპებს და ქალებისა და კაცებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.
.